მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

სემეკმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას.  

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2024 წელს კომისია  ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.

„2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ განიხილა არაერთი საკითხი. მათ შორის, მოქალაქეთა საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს. კომისია დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეზობელი ქვეყნების მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობას. 

არაერთ სიახლესთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაინერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში  ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. ამასთანავე, ამოქმედდა სტატისტიკის პორტალი, სადაც განთავსდა დეტალური ინფორმაცია როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ. სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში მოცემულია სექტორული ანალიზი, რაც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე, ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

31.05.2025.18:20

ქალაქ მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით, ახალი ხიდი შენდება. 

მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. ძველი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს.
ახალი ხიდი სრულად შეესაბამება მცხეთის - ქალაქ-მუზეუმის - არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.

ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება, დაახლოებით 6.6 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელს დასრულდება.

მცხეთის ხიდი თბილისის მხრიდან ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგზის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ). სწორედ იქ, სადაც მტკვარი ზაჰესის წყალსაცავს უერთდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა