მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკდა იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპსსაქართველოს მელიორაციასყველა სახის განაცხადით

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში ადგილზე გაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს

იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ

- დარეგისტრირდნენ აბონენტად

- გამოითხოვონ პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან

- გადაამოწმონ დარიცხვა

- მოითხოვონ დავალიანების გადანაწილება

- მოითხოვონ მომარაგების ტექნიკური ხარისხისა და აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება

- მიაწოდონსაქართველოს მელიორაციასმომარაგების ხშირი წყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია

- მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა

სემეკი მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს განუმარტავს, რომ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სემეკს იუსტიციის სახლის იმავე სივრციდან

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის მიზანია მელიორაციის მომსახურებების მიღების პროცესის გამარტივება. იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და 20 მობილური იუსტიციის სახლში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივად და სწრაფად მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში - მათ შორის, „საქართველოს მელიორაციისკომპანიის საქმიანობის განხორციელების ზონებშიც.

სემეკი უკვე მესამე წელია არეგულირებს მელიორაციის სექტორს. რეგულირების შედეგად, საირიგაციო წყლის მართვა გახდა გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც წინა წლებში დაკავშირებული იყო წყლის უმიზნოდ, განუსაზღვრელი რაოდენობით მოხმარებასა და არასამართლიან განაწილებასთან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა

16.01.2026.13:22

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800-მა ვეტერინარმა და 444-მა ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.

სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“) შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია. 

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა