სემეკის რეგულაციების შესაბამისად, “ საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა: https://bit.ly/4hoQuT3
გამოქვეყნებულ პროექტზე არსებული წინადადებებისა და შენიშვნების საჯარო განხილვის შემდეგ, შპს “საქართველოს მელიორაცია” საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმს 2026 წლის პირველ თებერვლამდე დაამტკიცებს.
სემეკი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული რეჟიმის განხილვის პროცესში, ვინაიდან სწორედ დამტკიცებული რეჟიმის შესაბამისად განხორციელდება საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდება.
„წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://bit.ly/4fokNHJ
სხვა სიახლეები
მოქალაქეების კუთვნილი 12 მილიონი ლარის თაღლითურად მითვისების საქმეზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, ხოლო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
11.11.2025.12:20
მოქალაქეების კუთვნილი 12 მილიონი ლარის თაღლითურად მითვისების საქმეზე დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
როგორც უწყებაში აღინიშნა, „სფერო ჰოლდინგის“ წარმომადგენლების მიერ დაზარალებულია 244 მოქალაქე.
„თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ ,,სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ,,სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს ,,სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - ,,სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.
გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, ,,სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ,,უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები, კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.
გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, ზემოაღნიშნული ხერხით, 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვას. ამასთან, ჯგუფის ერთი წევრის მიმართ კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.