სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას მელიორაციის სექტორი დაემატა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ მომსახურებას - *303#-ს მელიორაციის სექტორი დაემატა.
მობილურ ტელეფონებზე *303#OK-ის აკრეფით, მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ მომარაგების წყვეტა ოპერატიული რეაგირებისთვის, მიიღონ ინფორმაცია ქვითრის, მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობის განრიგისა და მორწყვის ოპერაციის შესახებ. ასევე, შეუძლიათ მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება და მომარაგების პრობლემაზე რეაგირება.
*303# არ საჭიროებს ინტერნეტმომსახურებასა და აპლიკაციის გადმოტვირთვას. სისტემა ავტომატურად ახდენს მობილური ნომრის იდენტიფიცირებას, მობილური ტელეფონის ეკრანზე აჩვენებს მიწის ნაკვეთს, წყალსარგებლობის შეთანხმების ნომერს.
303#-ის სერვისის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება. 2020 წლიდან მომსახურება მოქმედებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისთვის. დღემდე, *303#-ზე 6 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.
303#-ის მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ მომხმარებლებისათვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.08.2025.14:53
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ჯგუფებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს. სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, შეწამვლის სამუშაოები 360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
ამ ეტაპზე, ზემო იმერეთში მავნებლის საწინააღმდეგოდ ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით იგეგმება. უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოსახლეობას წინასწარ ეგზავნება შეტყობინებები, ხოლო ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შეწამვლა ღამის საათებში ტარდება.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას.