მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

სემეკის გადაწყვეტილებებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ 470 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია დაერიცხათ

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ კომპენსაციები დაერიცხათ, ჯამში 472 680 ლარის ოდენობით.

კომპენსაციები დარიცხულია სემეკში შესული მომხმარებელთა წერილობითი მიმართვების საფუძველზე, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებისა და ვადების დარღვევებს და ასევე, გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების  ვადის გაზრდის საკითხებს.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც.  სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით:  https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ADB-ს პროექტის ფარგლებში, სემეკში მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

27.09.2025.14:05

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  

 შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მონღოლეთის ენერგეტიკის სამინისტროს, პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისთვის. სემეკის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და  კომისიის წევრები.

შეხვედრის ფარგლებში სემეკის თანამშრომლებმა  წარადგინეს პრეზენტაციები სატარიფო რეგულირების პრინციპების, მარეგულირებელი აუდიტისა და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის, საქმიანობის განცალკევების, ლიცენზირების, ნორმატიული დანაკარგების დადგენის, მომსახურების ხარისხის რეგულირებისა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა