სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გარდაბანში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.
დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ რეგულაციებსა და მომხმარებელთა უფლებებზე:
„სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. შესაბამისად, სემეკი მუდმივად ნერგავს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას. მინდა მივმართო მოსახლეობას, თუ კომუნალური კომპანიების მიერ ადგილი ექნება მათი უფლებების დარღვევას, მაგალითისთვის ადგილი ექნება ზედმეტ დარიცხვებს ან მომსახურების ხარისხის გაუარესებას, აუცილებლად მომართონ სემეკს. 2025 წელს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, სემეკმა განიხილა 1827 საკითხი, რომელთა შესწავლის შედეგადაც კომისიამ მოქალაქეებს ჩამოაწერა 1,290,244 ლარი.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მომსახურების ხარისხის კონტროლის მიმართულებით სემეკს შემუშავებული აქვს შესაბამისი სტანდარტები, რომელთა შესრულებაც კომუნალური კომპანიებისათვის სავალდებულოა. მათი დარღვევის შემთხვევაში, სემეკის რეგულაციის შესაბამისად, კომპანიებს ევალებათ კომპენსაციის გადახდა მოქალაქეებისათვის. საგულისხმოა, რომ 2017 წლიდან დღემდე, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალური კომპანიების მიერ კომპენსაციის სახით მოქალაქეებზე გაცემულია 24,919,703 ლარი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორში არსებული სიახლეები, ასევე ისაუბრა გამარტივებულ მომსახურებებზე, რომლებიც მოქალაქეებს უმარტივებს სერვისების მოკლე დროში მიღებას. მისი თქმით, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, დღემდე 137,434-მა მოქალაქემ ისარგებლა: „რაც შეეხება სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოს კომუნალური ინფორმაცია, დღემდე 8 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე
14.04.2026.19:00
ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.
„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.