მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

სემეკი სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ კომისიას მასპინძლობს

news image

26-27 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ კომისიას მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც მარეგულირებლებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სომხეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მესროპ მესროპიანმა

 მისასალმებელ სიტყვებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს მარეგულირებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.  

დავით ნარმანიას თქმით, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც მარეგულირებელი კომისიების გაძლიერების, ასევე სექტორების ეფექტიანი რეგულირების თვალსაზრისითაც

სემეკი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა მარეგულირებელ კომისიებთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სექტორების ეფექტიანი რეგულირების მიზნით, პერიოდულად განვიხილოთ სხვა კოლეგა უწყებების გამოცდილება. ასევე, ჩვენს უცხოელ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია სემეკის გამოცდილების შესახებ, კომისიის მიერ შექმნილ და პრაქტიკაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც ფაქტობრივად, წარმოადგენს სემეკის ექსკლუზიურ პროექტებს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ

როგორც სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მერსოპ მერსოპიანმა აღნიშნა, მარეგულირებლებს შორის არსებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ინსტიტუციების გაძლიერებასა და მუდმივ განვითარებას.    

შეხვედრაში მონაწილეობენ სემეკის წევრები, სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ხელშემწყობი მექანიზმების, განახლებადი ენერგიების, სატარიფო პოლიტიკისმომსახურების ხარისხის კონტროლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 30-30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას - ირაკლი კობახიძე

27.06.2025.14:00

მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 43 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 462 მილიონ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ზრდა დიდწილად განაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდამ.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე.

„მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა