სემეკი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს გადამცემ ქსელთან მიერთების წესებში - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გრძელვადიანი განვითარების შესახებ სემეკის რეგულაციებში შესატან ცვლილებებზე.
„ენერგეტიკული პოლიტიკის აღსრულება და თითოეულ მომხმარებლამდე დაყვანა მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია და ამოცანაა. გადამცემი ქსელის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია როგორც გენერაციის ნაწილი, ასევე ელექტროენერგიის გადაცემა, დისპეჩერიზაცია და მათთან დაკავშირებული მომსახურების მომსახურების ხარისხი და საიმედოობა. სემეკის დღის წესრიგში ძალიან მალე დადგება გადამცემი ქსელის ახალი საინვესტიციო პაკეტის შეთანხმების საკითხი.
გენერაციის ობიექტების გადამცემ ქსელზე მიერთების პროცესის კიდევ უფრო დახვეწვისათვის სემეკი გადამცემ ქსელთან მიერთების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქსელის წესებში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია გადამცემი ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა და საინვესტიციო პროცესების სტიმულირება ქსელის სიმძლავრეების უსაფუძვლო დარეზერვების პრაქტიკის აღმოფხვრის გზით. ნებისმიერ დიანტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს წინადადებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებსაც დეტალურად განვიხილავთ.
გარდა მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწისა, კომისიის პრიორიტეტია ქსელში მიზნობრივი ინვესტიციების უზრუნველყოფა. გადამცემი ქსელის განვითარებისთვის შეთანხმებული ინვესტიციები ორ ძირითად მიზანს უნდა ემსახურებოდეს: ერთის მხრივ, არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზაციას, როგორიც არის ქვესადგურები, გადამცემი ხაზები, ხოლო მეორეს მხრივ - ახალი პროექტების რეალიზაციასა და მშენებლობას, რაც უშუალოდ ქსელის გაძლიერებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
20.04.2026.15:09
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, სრულად განახლდება აქ არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამას გარდა, ლეონიძის ქუჩაზეც გვაქვს შეზღუდვა, რაც ერთი კვირა გაგრძელდება. ამ დროში შეიცვლება ის ძირითადი კომუნიკაციები, რაც საჭიროა.მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, იქნება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, შიდა ეზოების მოწესრიგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, ორი წელი დაჭირდება.
თბილისის მერის თქმით, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, რუსთაველის გამზირზეც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა და მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„ალბათ, იქნებიან დაინტერესებული კომპანიები და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. რუსთაველის გამზირიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ არსებულ შენობა-ნაგებობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.