სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება
„მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება.
„მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროფესიული განათლება შევიტანოთ სკოლებში. ეს არ არის არც მომზადება-გადამზადების პროგრამა, ეს არის იგივე სერტიფიცირებული საკვალიფიკაციო პროგრამები, რომელიც განხორციელდება და ხორციელდება პროფესიულ კოლეჯებში. ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და ახლა უკვე ყველაფერი მოერგება 10+2 სისტემას. 20 საპილოტე სკოლაში ჩვენ ამ პროგრამებს დავიწყებთ. ზოგად განათლებაში პროფესიული განათლება შედის. ეს არჩევითი იქნება, სურვილიდან გამომდინარე. ამ პროგრამების უმეტესი ნაწილი სწორედ ტექნოლოგიურ მიმართულებებს შეეხება“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრმა ასევე განმარტა თუ რა პრინციპით შეარჩევენ სკოლებს.
„ვარჩევთ ისეთ სკოლებს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებთან არ არის ახლოს და ვარჩევთ დიდ სკოლებს. რამდენიმე წელში უნდა მოვიცვათ ბევრი სკოლა, თუ ყველა არა. ინტეგრირებული პროგრამა გახდება 2-წლიანი როგორც პროფესიულ კოლეჯში, ასევე სკოლაში. რა განათლებასაც მიიღებდა მოსწავლე პროფესიულ კოლეჯში, შესაძლებელი იქნება საკუთარ სკოლაში მიიღოს. ამის დამთავრების შემდეგ ერთდროულად ვიღებთ როგორც პროფესიულის დიპლომს, ასევე სკოლის ატესტატს და ნებისმიერ დროს მათ შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს განათლებაში გააგრძელონ სწავლა“, - განაცხადა ამილახვარმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.18:55
თბილისის ზღვაზე საქართველოს საიალქნო კლუბმა პირველ საერთაშორისო რეგატას უმასპინძლა. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ტურნირის გამარჯვებული ქართული გუნდი - Georgian Sailing Club გახდა, რომლის ეკიპაჟის წევრები, კახაბერ ნონიკაშვილი, თინათინ დომბროვსკაია, ალექსანდრ ბოჟკო და ალექსი ბორისოვი არიან. მეორე ადგილი Oneclick-მა დაიკავა, მესამე პოზიციაზე Pirogovo გავიდა. შეჯიბრების გამარჯვებულ გუნდს თასი და მედლები გადაეცათ, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს კი შესაბამისი სინჯის მედლები.
შეჯიბრება საქართველოში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობისთვის გაიმართა.
საერთაშორისო რეგატა, სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა და ტურნირის მიზანი, აფროსნობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების გაღრმავება და თბილისის, როგორც სპორტული, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაა.
საქართველოს საიალქნო კლუბის ხელმძღვანელებმა სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტუდიო ლიბერთისა და ახალი ქართული ავიაკომპანია Oneclick-ის მხარდაჭერით, შეჯიბრების მონაწილეებსა და სტუმრებს თბილისის ზღვაზე გამორჩეული ატმოსფერო შეუქმნეს და იმედი აქვთ, რომ თბილისის საიალქნო კლუბი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დასვენებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გახდება.
საქართველოს საიალქნო კლუბი ყალიბდება, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ელეგანტური დასვენების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი. კლუბი წარმოადგენს აფროსნობის განვითარების სრულფასოვან ცენტრს, სადაც ფუნქციონირებს რამდენიმე ძირითადი მიმართულება:
ბავშვთა აფროსნობის სკოლა – ახალი თაობის ჩემპიონების აღზრდის კერა;
ზრდასრულთა კურსები – პრაქტიკული სწავლება კლუბის საკუთრებაში არსებულ თანამედროვე იახტებზე;
საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობა – საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა მსოფლიო აფროსნობის არენაზე.