მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

სებ-ისთვის მნიშვნელოვანია BARTA-ს მსგავსი კონკურსი, რადგან სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობასა და გამჭვირვალობის ხარისხზე შენდება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარი - ეკატერინე მიქაბაძე

news image

BARTA-ს კონკურსი ერთმნიშვნელოვნად იქცა ანგარიშგების საუკეთესო სტანდარტების წარმოჩენისა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმად ქართული კორპორაციული სექტორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიმდინარე წლის „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს" (BARTA) კონკურსსა და მის განხორციელებაში სებ-ის როლზე საუბრისას განაცხადა. 

"საქართველოს ეროვნული ბანკი ბარტას დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართულიპროცესში და ამ ჩართულობის ხარისხი წელს უფრო გაიზარდა. სებ-ისთვის, როგორც რეგულატორისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხი არის ის, რაზეც ფუნდამენტურად შენდება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარი. სწორედ საუკეთესო ანგარიშგების პრინციპების დაცვით ხდება ზოგადად ზედამხედველობა, რაც მნიშვნელოვანია"– აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, BARTA-ს კონკურსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის დაგვირგვინებას და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმას წარმოადგენს. 

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით,  კონკურსის მასშტაბი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც ადგილობრივი ზედამხედველების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.

„ამდენი სტეიკჰოლდერის მონაწილეობა ნიშნავს მოცვის მნიშვნელოვან გაზრდას.უფრო მეტ ორგანიზაციას შეგვიძლია დავანახოთ ის პოტენციალი, რაც ბარტას აქვს მათი გამჭვირვალობის ზრდისთვის. BARTA არ არის მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის - ახალი კომპანიებიც ახერხებენ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც დებიუტანტისა და გაუმჯობესებული ანგარიშგების ნომინაციებიც ნათლად აჩვენებს. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინონ, BARTA მათთვის არის პლატფორმა, ჩვენთვის კი შესაძლებლობების დანახვების საშუალება," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

BARTA 2025 წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალს 10 ნომინაციაში საზეიმო დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა - თამარ იოსელიანი

20.11.2025.15:18

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. „Norwegian - ის შემოსვლა ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან აქამდე ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სკანდინავიის ქვეყნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია საქართველოსთვის როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის მიმართულებით.

„თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის დაკავშირებადობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოში მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, Norwegian - ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს საავიაციო და ტურიზმის პოლიტიკის წარმატებულობას ბაზრების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის სწორი პოზიციონირების მიმართულებით.

„ნორვეგიულ ავიაკომპანიასთან, რომელიც სიდიდით მეორეა სკანდინავიის რეგიონში, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რომლებიც წარმატებული შედეგით დასრულდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ამასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სკანდინავიის რეგიონის ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ბაზრებიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა