მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ვიცე-პრეზიდენტმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წლისთვის კვლავ მდგრად დონესთან, 3 პროცენტთან ახლოს ნარჩუნდება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც მეტწილად საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა განაპირობებს, მისი გრძელვადიანი ზრდის ტემპის, 5 პროცენტის მიმართულებით ეტაპობრივ ნორმალიზებას განაგრძობს. მიმდინარე მდგომარეობით, ეკონომიკის ციკლური პოზიცია კვლავ დადებითია და მოსალოდნელია, რომ 2026 წელს იგი მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნება ოპტიმალურია“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.

სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე -  2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიაზე შენიშვნები არ გააჩნია და სებ-ის პოზიციით, 2026 წლის ბიუჯეტს ინფლაციაზე ზეწოლა არ ექნება. 

ეროვნული ბანკის დასკვნა  „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე, ეყრდნობა ნაერთი ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას, რადგან ის ასახავს ფისკალური პოლიტიკის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და შედეგად ინფლაციურ პროცესებზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

07.11.2025.12:28

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, სამწუხაროდ, ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, - განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზემოთ ხსენებული დანაშაულებრივი შემთხვევის გამო ორი პირი დააკავეს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.

2025 წლის 6 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, 11 000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.

საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენასა და მათ შემდგომ აღკვეთას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს - უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა