მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

საუდის არაბეთთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე მემორანდუმი გაფორმდება - გენადი არველაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილეს ფარი ალ გარნის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, განხილულ იქნა    ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა  თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საინვეტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყების საკითხები.

„ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით მემორანდუმის გაფორმებაზე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მივესალმებით მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263 პროცენტით, 2025 წლის 6 თვეში კი 70 პროცენტით გაიზარდა. ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე ასევე შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური ორგანოს (GAFT) მმართველს მოჰამედ აბრულ ალ-აბდულჯაბარს. შეხვედრაზე განიხილეს ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები, შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო მისიების, ბიზნეს ფორუმების ორგანიზების შესაძლებლობებზე და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა გასატარებელ ღონისძიებებზე. 

შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ნიკოლოზ რევაზიშვილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი - ჯანდაცვის სამინისტრო

10.10.2025.13:01

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს. 

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა