სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება
სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება.
ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.
კანონპროექტით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. აპარატების სალონის მოწყობის, ნებართვის მფლობელებისთვის 1 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის 2 000 ლარის ნაცვლად, ასევე 10 000 ლარი. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ არსებული ჯარიმის ოდენობაც 7 000 ლარიდან 20 000 ლარამდე გაიზრდება.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.
სხვა სიახლეები
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით წარდგა
17.04.2026.13:36
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერვისის მიწოდების ქართული საუკეთესო ორაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მოხსენებით წარდგა.
გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული კომპეტენციების გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების განვითარებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე.
,,დღეისათვის იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-მდე სერვისს ახორციელებს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების მიღების სხვადასხვა არხს, მათ შორის: ფილიალებს, „მობილურ იუსტიციის სახლს“, იუსტიციის სახლის სივრცეებს პენიტენციურ დაწესებულებებში, პროექტს „ბიზნეს ასისტენტი“, ასევე ქოლ-ცენტრსა და ონლაინ ჩატს.2011 წელს პირველი ფილიალის გახსნიდან დღემდე, იუსტიციის სახლი უკვე 127 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს სერვისებზე სწრაფ და მარტივ წვდომას კომფორტულ გარემოში. გლობალური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად, იუსტიციის სახლი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს მდგრადი განვითარების პრინციპებს", - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.
ასევე ხაზი გაესვა, რომ იუსტიციის სახლი , როგორც რეგიონში სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი ინსტიტუცია, მუდმივი განვითარებისა და თანამედეოვე მიდგომების გამოყენებით, უზრუნველყოფს სწრაფ, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის მომსახურებას და ამავდროულად, აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.