მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში მოიჯარეებმა მიწის ნაკვეთები გამოისყიდეს

news image

წარმატებით გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  14 მოიჯარესმცხეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 14 ერთეული, ჯამურად - 43.245 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.

უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 1 296 164 ლარს შეადგენს, ხოლო დაინტერესებულ პირებს აღნიშნული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ჯამურად 972 125 ლარად (საბაზრო ფასის 75%) საკუთრებაში გადაეცემათ. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ვრცელდება, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები  და მოიჯარეეებს აძლევს აღნიშნული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესაძლებლობას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით

მთლიანობაში, 2020 წლიდან დღემდე პროგრამით 274 პირმა ისარგებლაიჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 337 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1511 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 26,905,363 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავამ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

11.03.2026.15:06

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრული აქტივების ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის-Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

Bybit მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და რეგულატორულ ავტორიზაციებს სხვადასხვა რეგიონში ფლობს, მათ შორის, ევროკავშირის MiCAR-ის ჩარჩოში. Bybit საქართველოში ოპერირებას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისისა (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერების (PSP) ლიცენზიების საფუძველზე იწყებს.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეებს Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოწინავე გლობალური კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს საფინანსო სექტორის დინამიურ განვითარებას ადასტურებს.

„მისასალმებელია, რომ ციფრული აქტივების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bybit ქართულ ბაზარზე შემოვიდა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვა დაიწყო. მსგავსი გლობალური კომპანიის ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისთვის ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენციის ზრდა პრიორიტეტულია, რაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამასთან, მან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნია. აღნიშნული ჩარჩო სექტორის სათანადო რეგულირებას უზრუნველყოფს, რაც ბაზრის გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირს გააძლიერებს.

სიტყვით გამოსვლისას Bybit-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა ბენ ჟოუმ კომპანიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ ისაუბრა.

„სასიხარულოა, რომ საქართველო კრიპტოადაპტაციის განვითარების მხრივ მაღალ დონეზეა, სტეიბლკოინების ადაპტაციისა და რეგულატორული ჩარჩოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც სხვა რეგიონებში ვაწყდებით, საბანკო წესები და რეგულაციური შეზღუდვებია. საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიურია და ეს ძალიან კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. აუცილებელია იმის დანახვა, რომ ეროვნული ბანკი ამ ინოვაციურ პროცესს ხელმძღვანელობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება", - განაცხადა ბენ ჟოუმ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია - „საქართველოს ციფრული ფინანსური ეკოსისტემის მომავალი", რომელშიც მონაწილეობდნენ Bybit-ის CEO და თანადამფუძნებელი ბენ ჟოუ, Bybit Georgia-ის დირექტორი შოთა ლომთაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე, Pave Bank-ის თანადამფუძნებელი და CEO სალიმ დჰანანი და Tether-ის გლობალური გაფართოების და სტრატეგიული პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნეს სექტორისა წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა