მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა. ავტორიზაცია გადაეცა კომპანია „ თბილისი დრაი პორტს, რომელიც მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ოპერირებას მაისიდან იწყებს. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების ავტორიზაციას. 

„დღეს პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გაიცა ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, შპს „თბილისი დრაი პორტისთვის“, რომელიც არის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი. განაცხადების მიღება გრძელდება. პროცესის ეფექტურად წარსამართად, სააგენტო აქტიურად უწევს კონსულტაციას და თანამშრომლობს დარგში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებთან და ინფრასტრუქტურის მენეჯერებთან. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ, ახალი სარკინიგზო წესების დაკმაყოფილება“, - განაცხადა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა.

მისივე თქმით, უსფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხელს შეუწყობს სარკინიგზო უსაფრთოხების დონის გაუმჯობესებას, ამასთან უზრუნველყოფს ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში.

უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა დადგენილი ფორმის განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით 1 მაისამდე უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს. სარკინიგზო სისტემაში უკვე მოქმედი სუბიექტებისთვის დაწესებულია გარდამავალი პერიოდი; განცხადების წარმოდგენა სავალდებულოა 1 მაისამდე, თუმცა, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ უწყვეტად შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.

მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილ განცხადებას, სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, თან დაერთოს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების მართვის სისტემა, სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დანართი V-ის მოთხოვნების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image GITA - ს კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ორგანიზებით, კახეთის რეგიონისთვის ყოველწლიური ინოვაციური სასკოლო კონკურსი ჩატარდა

16.05.2025.14:02

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ორგანიზებითწინანდალში, ინოვაციური სასკოლო კონკურსის Tech Sparks-ის დემო დღე გაიმართა. კონკურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის ტექნოპარკებში. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაცია

კონკურსში მონაწილეობას იღებდა კახეთის რეგიონის 32 საჯარო სკოლა. გუნდებმა ჟიურის წინაშე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი სტარტაპ პროექტები განათლების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

გამოვლინდა 2025 წლის ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ გუნდს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ საჩუქრად გადასცა 3D პრინტერი, ხოლო თითოეულმა მუნიციპალიტეტმა რჩეულ გუნდებს სიმბოლური პრიზები უსახსოვრა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა