„სარფში" 145 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, 145 503.62 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი.
ქვების ჯამურმა წონამ 31.97 გრამი შეადგინა, ხოლო ძვირფასი ქვების საერთო ზომის ერთეულმა 31 000 მილიგრამს გადააჭარბა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.07.2025.18:04
საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
ტრენინგის მიზანია, სერვისის ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა. რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ.
ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.