სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 358 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 59462,2 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
16.05.2025.17:30
მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 20 487 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 69 ფაქტი გამოავლინეს. აქციზური მარკის გარეშე ამოღებულმა თამბაქოს ნაწარმის საერთო ღირებულებამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
50 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
5 შემთხვევის მიმართ, საქმის მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადსახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას და აღნიშნული პროცესი, უწყების მიერ მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.