სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 255,67 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 162,7 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში: 16 210,7 განესაზღვრათ.
სხვა სიახლეები
დაგეგმილი სამუშაოების გამო თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
18.11.2025.16:37
მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა 20 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.