„სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსულმა ტვირთმა ვეტერინარული კონტროლი ვერ გაიარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პროდუქციაზე დატანილი მარკირება/ნიშანდება შეუსაბამო იყო თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან.
კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
სხვა სიახლეები
10.10.2025.20:34
საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიამ ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ასზე მეტი თანამშრომელი გამოავლინა.
საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ჯილდო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს. ჯამში 109 თანამშრომელი დაჯილდოვდა.
,,საქართველოს რკინიგზა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღებაა. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვასრულებთ მოდერნიზაციის პროექტს და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. სალოკომოტივო პარკის განახლება ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას, რაც თავის მხრივ, მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას. ასე რომ წინ ბევრი გეგმა გვაქვს, მომავალი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს საქართველოს რკინიგზისთვის" - განაცხადა ლაშა აბაშიძემ რკინიგზელთა დღეზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერი ,,რკინიგზელთა დღედ" ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა.