მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

სარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები და დისტანციური მართვის საფრენი აპარატი - დრონი გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით დამუშავებულია 660 ჰა ტერიტორია; მობილიზებულია 11 ერთეული სპეცტექნიკა

19.09.2025.17:43

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში ახორციელებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით დამუშავებულია 660 ჰა ტერიტორია, მათ შორის, ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრები, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესას ადმინისტრაციული ერთეული.  მობილიზებულია 11 ერთეული სპეცტექნიკა. 

ღონისძიებებში  აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მავნებელთან  ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წელს გურიის რეგიონში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განათავსეს. ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა, რეგიონში მძიმე ტექნიკით დამუშავდა სიმინდის მასივები.

ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ინაცვლებს, ამიტომ, მავნებლის მასიური მიგრაციის ფაზაში გადასვლამდე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად,  ყველაზე ეფექტიანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული და მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული თხილის, სიმინდისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი და მოსავლიანობა. 

ყოველწლიურად, სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები” ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მუშავდება 400 ათას ჰექტრამდე ფართობი. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებზე მონტაჟდება 150 ათასზე მეტი ფერომონი. მავნებლის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მონიტორინგი და ფერომონიანი დამჭერების განთავსება. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს 2017 წლიდან ატარებს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა