მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

news image

ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივების, საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებისა და იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

Moody’s-ის ანალიტიკოსებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძისა და ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის ჩართულობით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის საფუძვლები და მაკროეკონომიკური პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ქართულ საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვასა და აუდიტორიისათვის იპოთეკური ობლიგაციების სარეიტინგო შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, Moody’s-ის მოდერაციით გაიმართა პანელური დისკუსია კომერციული ბანკების დაფინანსების ახალი ინსტრუმენტის - იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების თემაზე. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე, „თიბისი ბანკის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის მოადგილე დავით ტალახაძე და საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან შავკაციშვილი.

პანელის მონაწილეებმა განიხილეს იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის ჩამოსაყალიბებლად საჯარო და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები, ასევე იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე.  მათ შორის, აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებითა და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც ქართულ კომერციულ ბანკებს იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში დაეხმარება. როგორც პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, ჩართული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების საინაუგურაციო ემისიისათვის მყარ საფუძველს ქმნის.

საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს სუვერენული, საბანკო და იპოთეკური ობლიგაციების ბრიფინგი“ ქართული საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.                   

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. კომპანიები თანხებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ - „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე

11.12.2025.16:11

აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - განაცხადა „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კომპანიები თანხებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ.

„ყველა კომპანიას ეხება, ვინც მოღვაწეობს ამ დარგში - ჰიდროენერგეტიკაში, ქარის ენერგეტიკაში თუ მზის ენერგეტიკაში. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. განვითარებას ხელს შეუწყობს იმიტომ, რომ ის თანხები, ის ჯარიმები, რომლებიც კომპანიებს დააწვება კისერზე, ამ ჯარიმებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა