საქართველოში დაზოგვის მსოფლიო დღე წელს მეთოთხმეტედ აღინიშნა
ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის www.filendu.gov.ge ფინედუს ინიციატივით, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ასეულობით სკოლის მხარდაჭერით, საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს წელსაც შეუერთდა.
დაზოგვის მსოფლიო დღის წლევანდელი აღნიშვნა ლარის 30 წლის იუბილეს ეხმიანება. სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილმა პროექტმა „მოიწვიე ფინედუ კლასში“ სტარტი 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადების დღეს აიღო და მთელი ოქტომბრის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაგრძელდა.
დაზოგვის დღის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით V-XII კლასელებს ესტუმრნენ და თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, 5 700-მდე მოსწავლეს სახალისო და შემეცნებითი ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.
წელს ამ მისიით სკოლებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, თეიმურაზ ხომერიკიც სტუმრობდნენ.
ასევე წელს პირველად განხორციელდა საპილოტე აქტივობა, რომლის ფარგლებშიც „ფინედუს“ დესპანის როლის მორგება ეროვნული ბანკის თანამშრომლების შვილებმაც შეძლეს. ინიციატივის ფარგლებში, 9 დესპანმა საკუთარ სკოლაში თანატოლებზე მორგებული, თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილი ჩაატარა.
პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ვიზიტები განხორციელდა რეგიონების იმ 21 სკოლაშიც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში - „ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“ - გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ინტერესისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, 31 ოქტომბრიდან ღია გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა სკოლის მასწავლებლებლებს მთელი ნოემბრის განმავლობაში ექნებათ.
31 ოქტომბერს დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოში უკვე 14-წლიანი ისტორია აქვს. გლობალურად კი მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და მოსახლეობაში დაზოგვის წახალისებასა და დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ მიზანი დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისებაა, ხოლო ადრესატს ძირითადად მოსწავლე-ახალგაზრდები წარმოადგენენ. საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზოგვის სარგებლიანობაზე საუბარი და ჩვევების გამომუშავება ამ ასაკში უფრო ეფექტურია. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა „გროვიაა“.
ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რამდენადაც ის არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მოსახლეობის და ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობისათვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
03.11.2025.09:55
3 ნოემბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +17 ქნება დღისით, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში 7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.