მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და ამავე დროს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება - ირაკლი კობახიძე

news image

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.

„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.
უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.

„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თამარ იოსელიანმა მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

21.10.2025.16:58

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა UPU - ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარიან ოსვალდი. 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა UPU-ის მხრიდან ასახავს ჩვენი ქვეყნის ნდობას და აღიარებას მუდმივი ერთგულებისთვის რეგიონული თანამშრომლობისა და საფოსტო სექტორში მდგრადი პროგრესის მიმართ. 

თამარ იოსელიანის განცხადებით, 1993 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორგანიზაციის აქტიური წევრია, გარდა ამისა, ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს საფოსტო სფეროში და მონაწილეობს UPU - ს ეგიდით განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მესამედ არჩევა საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრად 2026 – 2029 წლების ვადით, რაც ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს თანამშრომლობა UPU - სთან ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების და სერვისების დანერგვას, გაააქტიურებს სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და დამატებით სტიმულს მისცემს კერძო სექტორს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ საფოსტო სფეროში.

პრეზენტაციას ასევე დაესწრო საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა