საქართველოში 2025 წლის მეოთხე კვარტალში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, GCCA-მა 2025 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებულ 3 კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. 4873 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 14 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლის
ნაწილშიც.
აღნიშნული 14 შემთხვევიდან 11 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ სამ კონცენტრაციაზე საქმის წარმოება დაიწყო.
2025 წელს საქართველოში 23768 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საიდანაც GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა და შესაბამისად, თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე.
ინფორმაციას კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
2026 წელს სწავლება გახდება უფასო, 21 700 სტუდენტი დაფინანსდება 100%-იანი გრანტით
13.03.2026.22:00
საქართველოს განათლების სისტემაში 2026 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. როგორც მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სწავლება უნივერსიტეტებში გახდება უფასო და 21 700 სტუდენტი დაფინანსდება 100%-იანი გრანტებით, ასევე ამ წელს დაწყებულია ახალი კვოტირების სისტემა და 3+1 მოდელზე გადასვლა.
„2026 წლის სიახლე იქნება ის, რომ იცით თქვენ - მმართველი პარტიის და მთავრობის გადაწყვეტილებით სწავლება გახდება უფასო. ეს ციფრებში არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის 8-დან 14 000-მდე ჯამურად თუ სტუდენტი ფინანსდებოდა, ახლა უნდა დაფინანსდეს 21 700 - ყველაზე მარტივ ციფრებზე რომ ვილაპარაკოთ. და დაფინანსება იქნება ძველი ლოგიკის მიხედვით 100-პროცენტიანი გრანტის პრინციპით. დაფინანსება იქნება სრულად. პლუს ამას უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ დამატებითი მოთხოვნები ინფრასტრუქტურის დაფინანსებასთან დაკავშირებით, იგივე სახელფასო ფონდთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასევე 3+1 მოდელზე გადავდივართ წელსვე. შესაბამისად მისაღებ გამოცდებზე ანკეტა-კითხვარები ამ ლოგიკით არის შევსებული. გარდა ამისა, პირველი კვოტირების ნაწილი რომელიც წელს დავიწყეთ ტესტირება, ამ ნაწილში წელსვე იქნება უკვე ამ მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით კვოტირებების ნაწილი. ყოველწლიურად მოხდება ბაზრის კვლევების დადარება. შესაბამისად გვინდა იცოდეთ, რომ ეს კვლევა არ ყოფილა 5-წლიან პერსპექტივაში მხოლოდ. ჩვენ ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოვახდენთ შესაბამისი ბაზრის კვლევების გადაანგარიშებას და ამ ლოგიკით ვეცდებით, რომ დაახლოებით 2028-2029 წლისთვის მოხდეს ბაზრის კვოტების თანდათან იმ პერიოდამდე მისვლა, სადაც ერთი-ერთზე დავუახლოვდებით. ეს არის ის გარდამავალი პერიოდი, რომელზეც ვგეგმავთ რომ ყოველწლიურ რეჟიმში ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.