მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7053
0.0006
flag
AZN 1.6182
0.0012
flag
CNY 37.833
0.0156
flag
EUR 3.1305
0.0078
flag
GBP 3.6827
0.0145
flag
KZT 53.75
0.0017
flag
TRY 0.0716
0.0001
flag
USD 2.7516
0.002

საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა, რომელიც ოქმის გაფორმებით დასრულდა. უნგრეთის მხარეს თავმჯდომარეობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.

კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სხვა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უნგრეთის მხარეს გადაეცემა საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების სპეციალური კატალოგი პოტენციური ინვესტორებისთვის გასაცნობად. ასევე გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლის დროსაც საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას აღნიშნულ სექტორებში

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, მთავრობათაშორისი კომისია ორმხრივი პარტნიორობის წინსვლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ფორმატია. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არაღიარების პოლიტიკის, ისევე როგორც მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ

გენადი არველაძის თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა შესანიშნავი მდგრადობა და შეინარჩუნა სტაბილური ეკონომიკური ზრდა. „თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებითა და კონკურენტუნარიანი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებით, საქართველო სულ უფრო მეტად პოზიციონირებს როგორც რეგიონული ვაჭრობისა და ინვესტიციების საკვანძო ცენტრი საქართველოს აქვს ევროკავშირთან და რეგიონულ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების წარმატებული ისტორია, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკის სანდოობას და ეკონომიკური კოორდინაციისა და საიმედო და უსაფრთხო ღირებულებათა ჯაჭვების მშენებლობისთვის ერთობლივ ძალისხმევას," -  აღნიშნა გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდად დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 47 პროცენტით გაიზარდა. ასევე ზრდადი იყო როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ექსპორტი 2024 წელს - ორმხრივი ვაჭრობა 14 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 93 პროცენტით გაიზარდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ზრდადი სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად, მისი მატების პოტენციალი ძალიან დიდია

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უნგრეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ათვისება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია

კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტით 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 5.5 ათასი ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114.7%-ით მეტია. რაც შეეხება 2024 წელს, აღნიშნულ პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 14.8 ათასი ტონა, რაც 2023 წელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც WizzAir-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში.

საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის

სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთის მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს, 11-12 ივნისს უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. გენადი არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ სამიტი გამოიღებს ხელშესახებ შედეგებს, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის შემდგომ გაძლიერებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებას და ურთიერთობების გამყარებას ენერგეტიკისა და კავშირების სფეროებში, ისევე როგორც ყველა სექტორულ განზომილებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

29.04.2025.16:07

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა