მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გათენდა - კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია l ცოტნე ივანიშვილი

news image

ცოტნე ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. 

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გათენდა. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.

მის უწმინდესობასთან პირველად შეხვედრის ბედნიერება ძალიან პატარა ასაკში მხვდა წილად და არასდროს დამავიწყდება განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა. პატრიარქი ისეთ გასაოცარ სიმშვიდესა და სათნოებას ასხივებდა, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. ღრმა მწუხარებითა და ტკივილით ვუსამძიმრებ დედა ეკლესიას და ამ უმძიმეს წუთებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს სიმტკიცეს ვუსურვებ.

ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულები უამრავი სირთულითა და განსაცდელით იყო აღსავსე, მისმა უწმინდესობამ კი, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენი ხალხის სულიერი მამის ურთულესი მისია იტვირთა და ქართველი ერი ბეწვის ხიდზე ღირსეულად გამოატარა.

განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორე მუხლჩაუხრელად იდგა სამშობლოსა და რწმენის სადარაჯოზე, ამიტომ თითოეული ქართველისთვის უდიდეს იმედს და მტკიცე საყრდენს წარმოადგენდა, მისი სახელი კი სიყვარულის, სიკეთის, მამობრივი მზრუნველობის, სიბრძნისა და შენდობის სიმბოლოდ იქცა.

ილია მეორის ხსოვნა ჩვენს გულებში მარადიულად დარჩება, მისი განუზომლად დიდი ღვაწლი კი საქართველოს ისტორიიდან არასოდეს წაიშლება და კიდევ დიდი ხნის მანძილზე გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნავს ცოტნე ივანიშვილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო - ნიკოლ ფაშინიანი

18.03.2026.15:22

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

როგორც წერილში ფაშინიანი აღნიშნავს, ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.

„ტკივილით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.

მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარების, საზოგადოების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში მუდამ დარჩება ყველას მეხსიერებაში. სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას და თანავუგრძნობ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ძმურ ქართველ ხალხს, ვუსურვებ რა ძალას და სიმტკიცეს ამ რთულ მომენტში“, - წერს ფაშინიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა