მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

საქართველოს ტერიტორიაზე, ბარსა და მთიან რეგიონებში ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას - სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება

news image

საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 41 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 39.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დედაქალაქში დღეს დღისით 38, ხოლო ღამით 24 გრადუსია ნავარაუდევი.

„საქართველოს ტერიტორიაზე, ბარსა და მთიან რეგიონებში ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას - 38-39-41 გრადუსამდე. 31 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში უკვე ველოდებით ზოგან ხანმოკლე წვიმას ელჭექთან ერთად. მცირედით დაიკლებს ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოში პირველი აგვისტოდან მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექი“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ავსტრალიის ფედერალური არჩევნების ვიზიტორთა ვირტუალურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

29.07.2025.17:30

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქეთევან ქარენაშვილმა და ქეთევან სობონმა ავსტრალიის ფედერალური არჩევნების შესახებ ვიზიტორთა ვირტუალურ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ონლაინ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იყო ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურები, ასევე, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მიმართულებები ავსტრალიის მაგალითზე. ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

მიღწევებს შორის ხაზი გაესვა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გამოყენებას და მონაცემთა ციფრული გადაცემის სისტემის დანერგვას.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს იმის შესახებაც თუ რა მექანიზმების გამოყენებით ებრძვის ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო საკითხების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, როგორც ტრადიციულ ასევე სოციალურ მედიაში.

სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია პრეფერენციული ხმის მიცემის სისტემის შესახებ. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა, ვინაიდან ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და შესაბამისად, ხმების დათვლას უფრო გრძელვადიანს და ტექნიკურად რთულ პროცესად ხდის.

აღნიშნულიდან გამომდინარე 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციამ 12 ივნისს გამოაცხადა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მსგავს პროგრამებში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს როგორც საარჩევნო პროცესების, ისე ადმინისტრაციული მმართველობის უწყვეტ განვითარებას. ამას გარდა, ვირტუალურ ვიზიტორთა პროგრამებში მონაწილეობა საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, მუდმივად იყოს ჩართული გლობალურ დისკუსიებში და გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას.

მსგავს პროგრამებში მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციამ წარადგინოს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა, რითაც ის განაგრძობს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აქტიური და პროფესიული იმიჯის გამყარებას.

ამასთანავე, ამგვარი ინტერაქცია და ცოდნის გაცვლა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის მუდმივ დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ვიზიტორთა ვირტუალური პროგრამა, რომელშიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის (AEC) მოწვევით მიიღეს მონაწილეობა, 29 ივლისს გაიმართა.

პროგრამა 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა