მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოჭადრაკეთა გუნდი უნივერსიტეტებს შორის ჭადრაკის ტურნირის ვერცხლის პრიზიორია

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდი უნივერსიტეტებს შორის ჭადრაკში საქართველოს თასის გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებულია. სტუ-ის გუნდმა ტურნირში მეორე ადგილი, შესაბამისი თასი და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტურნირი “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის - 2026” პირველად გაიმართა და მას საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სტუდენტური სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებულმა 12-მა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვერცხლის პრიზიორ მოჭადრაკეთა გუნდს გამარჯვებას ულოცავს რექტორი, როგორც როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, სტუდენტთა ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვითარდება არა მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები, არამედ სპორტული სახეობები და მათ შორის ინტელექტუალური სპორტიც.

„ჩვენი მოჭადრაკეთა გუნდის მიერ მოპოვებული თასი და ვერცხლის მედლები დიდი შრომის, დისციპლინის, მშობლიური უნივერსიტეტის სიყვარულისა და გუნდური სულისკვეთების შედეგია. ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მათი მიღწევები კიდევ ბევრჯერ გაახარებს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. მადლობას ვუხდი მოჭადრაკეთა გუნდის წევრებსა და მწვრთნელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, ტურნირის - “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის - 2026” პირველი ადგილის მფლობელი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე

14.04.2026.19:00

ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.

„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა