მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით - „კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური დარგების განვითარება საქართველოში“ - წარდგა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მოხსენებაში მეცნიერმა განიხილა თავისი კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულებისა და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია - საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისთვის საინჟინრო მომზადება, საბრძოლო მოქმედებების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა და სამხედრო თეორია.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, ელგუჯა მეძმარიაშვილის მოხსენებაში ყურადღება იყო გამახვილებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და კოსმოსური ტექნიკის განვითარების პერსპექტივებზე. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისთვის საინჟინრო მომზადება, ასევე სხვა მიმართულებები ეროვნული უსაფრთხოების სისტემის და სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გაძლიერებაში. რექტორის შეფასებით, ელგუჯა მეძმარიაშვილი იმ იშვიათ მეცნიერთა შორისაა, რომელთა საქმიანობა თანაბრად აერთიანებს ფუნდამენტურ მეცნიერებას, საინჟინრო პრაქტიკას და ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიულ ინტერესებს. მისი თქმით, კოსმოსური ტექნიკის მიმართულებით მეძმარიაშვილის კვლევები არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის ნაწილია, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ამოცანებსაც პასუხობს.

„აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კოსმოსური და სპეციალური დანიშნულების სისტემების განვითარებაში. მის მიერ დამუშავებული კონცეფციები და საინჟინრო მიდგომები ქმნის მყარ თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს საქართველოში კოსმოსური ტექნოლოგიების ეტაპობრივი განვითარებისთვის. ეს არის სფერო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოების ხარისხსა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. ელგუჯა მეძმარიაშვილის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორიის განვითარება, რაც თანამედროვე სამხედრო-საინჟინრო აზროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტია და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიის საინჟინრო მომზადებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიულ რეაგირებას.

დღეს, როდესაც უსაფრთხოების გარემო დინამიკურად იცვლება და ტექნოლოგიური გამოწვევები სულ უფრო კომპლექსური ხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სამეცნიერო სკოლა, რომელიც აერთიანებს სამხედრო თეორიას, საინჟინრო უზრუნველყოფას და მაღალ ტექნოლოგიებს. ელგუჯა მეძმარიაშვილმა სწორედ ასეთი სამეცნიერო მიმართულება ჩამოაყალიბა და განავითარა“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

რექტორის შეფასებით, ელგუჯა მეძმარიაშვილის საქმიანობა სცილდება ინდივიდუალური კვლევის ფარგლებს და ინსტიტუციურ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს. მის მიერ ჩამოყალიბებული სამეცნიერო სკოლა ზრდის ახალგაზრდა მკვლევართა ახალ თაობას, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც კოსმოსური ტექნიკის, ისე სამხედრო-საინჟინრო და სპეციალური სისტემების კვლევასა და პრაქტიკულ დანერგვაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს, რომ მის აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობს მეცნიერი, რომლის ნაშრომები და ინიციატივები პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას. კოსმოსური ტექნიკის განვითარება, სპეციალური დანიშნულების ნაგებობებისა და სისტემების შექმნა და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სამეცნიერო საფუძვლების გაღრმავება ეს ის სტრატეგიული მიმართულებებია, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს როგორც ტექნოლოგიურად განვითარებული და უსაფრთხო სახელმწიფოსი“, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს იმ კვლევით და ტექნოლოგიურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კოსმოსური ტექნიკის განვითარებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას.

სტუ-ის ინფორმაციით, ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო და საპროექტო კონცეფციით, სამხედრო-სამრეწველო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში აშენდა კოსმოსური ნაგებობების აგებისა და სრულმასშტაბიანი გამოცდების უნიკალური სასტენდო კომპლექსი საგურამოში და ბორჯომის რაიონის მთიან ზონაში აიგო მიწისზედა ტრანსფორმირებადი ნაგებობების ექსტრემალურ პირობებში გამოცდების პოლიგონი. ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში უმნიშვნელოვანესია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“, რომელიც ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე 1999 წ. 23-28 ივლისს წარმატებით გაიშალა, გამოიცადა და შემდეგ მოძრაობა გააგრძელა დამოუკიდებელ, დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. საქართველოში 23 ივლისი, საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის მოვლენის აღსანიშნავად, დაწესდა „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ”. ამასთან, ობიექტის კოსმოსში გაყვანა და ორბიტაზე წარმატებული გამოცდა, როგორც ფაქტი და მოვლენა, შეტანილია კოსმონავტიკის ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში; აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველომ გამოსცა საფოსტო მარკები. აღსანიშნავია გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი: თავდაცვითი დანიშნულების და ექსტრემალური პირობების მობილური, სწრაფად ასაგები 48-მეტრიანი სიგრძის სამხედრო ხიდი; საქართველოს სამგანზომილებიანი სამხედრო-საინჟინრო რუკა; საქართველოს ტერიტორიის და მასზე განლაგებული სამხედრო-საინჟინრო ობიექტების კატალოგები; სახელმწიფო, სამხედრო-საინჟინრო და მიზნობრივი პროგრამები; სპეციალური რაიონების მაღალი სიზუსტის კოსმოსური გადაღებების მონაცემთა ციფრული ბანკი და სხვა. განსაკუთრებულია ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის 1995-2025 წლებში შესრულებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამუშაოები: Daimler Bens Aerospace - გერმანია, Alenia Aerospazio - იტალია, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპული კოსმოსური სააგენტო – ESA და EOS Data Analytics - აშშ კონტრაქტებით, მათ შორის, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტენდერში გამარჯვებული პროექტი (2001), ახალი თაობის დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური ევროპული რეფლექტორული ანტენების შესაქმნელად. ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო სამუშაოების ბაზაზე შეიქმნა ახალი დისციპლინა „ტრანსფორმირებადი ნაგებობები“, რომელიც 2009 წლიდან, როგორც ძირითადი საგანი იკითხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2011 წელს, საქართველოში პირველა აამოქმედა სადოქტორო პროგრამა სამხედრო მეცნიერების დარგში. ელგუჯა მეძმარიაშვილი 2016 წლიდან ასევე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაარსებული სამხედრო ჟურნალის - „სამხედრო მეცნიერება. საქართველო“ − რედაქტორი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეროვნული სატყეო სააგენტო უახლოეს პერიოდში 401 ტყის მცველისა და დამატებით 100 სპეციალისტის აყვანას გეგმავს

14.04.2026.12:00

ეროვნული სატყეო სააგენტო უახლოეს პერიოდში 401 ტყის მცველისა და დამატებით დაახლოებით 100 სპეციალისტის აყვანას გეგმავს, პარალელურად კი დეგრადირებული ტყის ფართობების აღდგენაზე მუშაობას აგრძელებს,- ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა, დათა კობახიძე განაცხადა. მისი თქმით, აღდგენის პროექტები მზადდება როგორც შიდა რესურსით, ისე შესყიდვების გზით ჩართული კომპანიების მონაწილეობით.

„თანამშრომლების რაოდენობის ზრდა ძალიან მალე იქნება, ანუ საბოლოო ეტაპზეა და უკვე ძალიან მალე იქნება შესაძლებელი 401 თანამშრომლის დამატება ტყის მცველების კუთხით. თუმცა გარდა ამ 401 თანამშრომლისა, დაახლოებით 100 ადამიანამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბუნებრივი რესურსების კუთხით სპეციალისტები, მეტყევეები და ასე შემდეგ, მათი დამატებაც იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე აქტუალური საკითხია. და აღდგენის კუთხით ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ასე ვთქვათ, ვავლენთ, ვაიდენტიფიცირებთ იმ დეგრადირებულ ფართობებს, შედეგად შესაბამისი აღდგენის გეგმები მზადდება, პროექტი მზადდება. პროექტზე ზოგიერთ შემთხვევაში შიდა რესურსით მიმდინარეობს მუშაობა, ზოგიერთ შემთხვევაში მიმდინარეობს ასე ვთქვათ შესყიდვის ფარგლებში და შესაბამისი კომპანიები, დაინტერესებული მხარეები მონაწილეობას იღებენ ამ აღდგენის პროექტებში“, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა