მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107
0.0033
flag
AZN 1.5812
-0.0006
flag
CNY 38.723
-0.0038
flag
EUR 3.1749
0.0048
flag
GBP 3.6846
0.011
flag
KZT 53.95
0.005
flag
TRY 0.0618
0
flag
USD 2.6883
-0.001

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია POSTV-ის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მორიგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შერწყმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საინფორმაციო საშუალებები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ საინფორმაციო გადაცემებსა და სოცქსელებში გადაუმოწმებელ ფაქტებს ავრცელებენ, როთაც მაყურებელი/მკითხველი, ნებსით თუ უნებლიედ, შეჰყავთ შეცდომაში. უნივერსიტეტი გამორიცხავს რომ მასმედიის მხრიდან ამგვარი არაპროფესიონალური მიდგომა ისეთ მტკივნეულ საკითხზე, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104-წლოვანი ისტორიის განადგურებას უკავშირდება, დაკვეთაა, თუმცა გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების თვალში უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და ამ მიზნით ერთგვარი კამპანიის აგორებას.

3 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში - „კურიერი“ და „ქრონიკა“ - დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს”. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია POSTV-მ, ისე, რომ არც უნივერსიტეტში მოსულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია. იმედი გვაქვს, POSTV კოლეგებსაც არ მოექცა უპასუხისმგებლოდ და კადრების გავრცელების თაობაზე მათგან ნებართვა მაინც აიღო.

უნივერსიტეტმა 3 თებერვალს გავრცელებულ წერილში აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ - პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 - მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 - მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს“. იგივე მიდგომა გვაქვს ტელეკომპანია POSTV-ის შემთხვევაში - უნივერსიტეტი კატეგორიულად ითხოვს გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანიამ უნივერსიტეტს ბოდიში მოუხადოს და უარყოს გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მისი მოპოვებული არ იყო, მაგრამ ინფორმაციის გაზიარების ფაქტი ადასტურებს, რომ POSTV-ი ეთანხმება „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, რაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი - პრემიერი

04.02.2026.16:09

თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება, გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან დღეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში კადრების დიდი დეფიციტია.

„არავითარი ტექნიკური და ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გაერთიანება არ ხდება სინამდვილეში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა ის, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა მთელი ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ ამის გამოსწორება არ უნდა, ეს არასწორია. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რომ ნახოთ გამოშვება, მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის ან სხვა მიმართულებით, წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება, არის ძალიან დიდი დეფიციტი. როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფო, მოგეხსენებათ, დაკავებული და არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში, ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით, ისე კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს. 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ტექნიკური მიმართულებები არათუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტექნიკური მიმართულება გავაძლიეროთ. დღეს, ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება იყოს დაახლოებით 10 %. და ამ დროს, რომ ნახოთ თქვენ განვითარებული ქვეყნები, მესამედია, დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. 

ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას. ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი და მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა და ჩვენ გვაქვს გააზრებული რეფორმა, ოპონენტები კი გამოდიან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა