მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107
0.0033
flag
AZN 1.5812
-0.0006
flag
CNY 38.723
-0.0038
flag
EUR 3.1749
0.0048
flag
GBP 3.6846
0.011
flag
KZT 53.95
0.005
flag
TRY 0.0618
0
flag
USD 2.6883
-0.001

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ეხმაურება

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ და აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თურმე: „საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისათვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის საქმეს აქტიურად იძიებს. საბიუჯეტო თანხა, რაც „გეპეის“ სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა“.

განცხადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ინტერნეტგამოცემა PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის დადასტურებული არც ერთი ოფიციალური წყაროთი და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის უხეშ შელახვას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთი პლატფორმის მეშვეობით გავრცელებულ ცრუ, დამაზიანებელ და უსაფუძვლო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს „საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს იძიებენ, ხოლო საბიუჯეტო სახსრები კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა“.

აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი, უსაფუძვლო და რეალობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებული და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას.

ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩაერიცხა 2022 წელს 1 125 000 ლარი, ხოლო 2023 წელს 3 286 000 ლარი და არა 60 მილიონი ლარი, როგორც ეს დეზინფორმაციის შემცველ მასალაშია მითითებული. აღნიშნული თანხა სრულად, მიზნობრივად და კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გამოყენებული. უნივერსიტეტს გააჩნია ყველა შესაბამისი ფინანსური, საბუღალტრო და ადმინისტრაციული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ: არც ერთ სახელმწიფო ან საგამოძიებო უწყებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ არ გამოუთქვამს პრეტენზია; შესაბამისი სამსახურების მიერ არ გადაგზავნილა რაიმე დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებით; არ მიმდინარეობს და არ დაწყებულა გამოძიება უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე.

ცრუ ინფორმაციის გავრცელება არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის:
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლს, რომელიც იცავს პირის (მათ შორის იურიდიული პირის) ღირსებას, პატივსა და საქმიანი რეპუტაციას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცილისწამებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში;
2. საქართველოს კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, კერძოდ: მე-9 მუხლს, რომელიც ავალდებულებს ინფორმაციის გამავრცელებელს ფაქტების გადამოწმებას, ინფორმაციის სიზუსტეს, მიუკერძოებლობას და კრძალავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას; მე-13 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ცრუ ინფორმაცია აზიანებს პირის რეპუტაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიცავს ცილისწამების ნიშნებს და წარმოადგენს კანონით დასჯად ქმედებას.

ამასთან, უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა და მედიასაშუალებამ წარმოადგინოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, წყარო და მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს ცრუ ინფორმაციის უარყოფა და საჯარო კორექცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, საკუთარი საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი. უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და საზოგადოებას, იხელმძღვანელონ პასუხისმგებლობის, პროფესიული ეთიკისა და კანონის მოთხოვნებით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი, დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ზაფხულის სეზონისთვის ორი განახლებული სამგზავრო მატარებელი გვეყოლება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ სამი შემადგენლობის მოდერნიზებაა დაგეგმილი - ლაშა აბაშიძე

05.02.2026.10:45

დავიწყეთ სამგზავრო მატარებლების შეკეთების პროცესი, ზაფხულის სეზონისთვის უკვე განახლებული მატარებლები გვეყოლება - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.

ლაშა აბაშიძემ სავაგონო დეპოში სამგზავრო მატარებლების განახლების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, თანამშრობლებს გაესაუბრა და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ორი მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც კიდევ სამი მატარებლის განახლებაა დაგეგმილი. 

„იდენტიფიცირებულია ყველა ტექნიკური პრობლემა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმართულებით იყო და დაწყებულია აქტიური მუშაობა სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მოდერნიზებისთვის“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა