მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიება - „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა

news image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო-ინტელექტუალური ღონისძიება - „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა, რომლის მიზანი მკვლევარ ქალთა როლის, მიღწევებისა და ინოვაციური იდეების წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული-კვლევითი ქსელების გაძლიერებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებამ გააერთიანა გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვლევითი შედეგები და სამეცნიერო ხედვები წარმოადგინეს.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე მეცნიერმა ქალებმა, რომელთა შორის ახალგაზრდა მკვლევრებიც არიან, იმსჯელეს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გამოტანილ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებასა და კვლევაში, დიდი მონაცემების ანალიზი, კოგნიტური სერვისების განვითარება, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება და რისკების მართვა, სტოქასტური მოდელირება, განახლებადი ენერგიების როლი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, ასევე გ ანიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და აკადემიური კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები.

„დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა აქტიური მონაწილეობა თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში. ჩვენი დიდი სურვილია „ქალის ხმა მეცნიერებაში“ იქცეს ერთგვარ საუნივერსიტეტო პლატფორმად, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა თაობის მკვლევარ ქალებს, დააინტერესებს სტუდენტებს, ხელს შეუწყობს სამეცნიერო იდეების გაცვლა-გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას და ახალგაზრდა მეცნიერთათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უშუალოდ მოისმინონ გამოცდილ მეცნიერეთა აზრი და ხედვები, რაც მათ მნიშვნელოვან მოტივაციას მისცემს. ვფიქრობთ, მსგავსი შეხვედრებით ხელს შევუწყობთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციური იდეები სამომავლო რეალურ კვლევით პროექტებად ჩამოყალიბდება“, – ამბობს ლილი პეტრიაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-ინტელექტუალურ ღონისძიებაზე - „ქალის ხმა მეცნიერებაში“ მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ირინა ხომერიკი, თემით - „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ISTC – 30 წლიანი გამოცდილება, უსაფრთხოება, მდგრადობა“; თამარ ბერბერაშვილი, თემით - „გზა ევროპული კოლაბორაციისკენ“; მზია კიკნაძე, თემით - „სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება“; ლილი პეტრიაშვილი, თემით - „სტოქასტურ მოდელირებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი მრავალსენსორული სისტემა (DSS) პროგნოზირებასა და მართვაში“; ნონა ოთხოზორია, თემით - „ინფორმაციული სისტემების რისკების ანალიზის და კონტროლის მეთოდების კვლევა ISO/IEC 17025 -ით აკრედიტებულ ლაბორატორიებში“; ნინო თოფურია, თემით - „კოგნიტური სერვისები და ხელოვნური ინტელექტი ფერმერის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის დაპროექტებისთვის“; მარიამ ჩხაიძე, თემით - „AI-ის გამოყენება განათლების მეცნიერებების კვლევებში: ინკლუზიური პერსპექტივა“. ასოცოცირებული პროფესორები: მარიამ ბერიაშვილი, თემით - „აქსიომები, მოდელები და ღია კითხვები“; ლოლიტა ბეჟანიშვილი, თემით - „დიდი მონაცემები და მათი განვითარების პერსპექტივები“; თამარ იაშვილი, თემით - „გზა მეცნიერებაში“; მარეხ მაზანაშვილი - „სამეცნიერო ხედვა, ინოვაცია, აკადემიური მიღწევები“; მკვლევარი მარიკა მოდებაძე, თემით - „განახლებადი ენერგიების როლი ციფრულ ეპოქაში“; დოქტორანტი ანა ფალავანდიშვილი, თემით - „საერთაშორისო ურთიერთობების მოძიების გზები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები“ და მაგისტრი თამარ ზარდიაშვილი, თემით - „ნეიროინფორმაციის მიმღები და მამოძრავებელი ეგზო-ჩონჩხი“.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

11.04.2026.11:53

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა