მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაფართოებული სხდომა ჩატარდა

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების ინიციატივას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო გაერთიანების შესახებ, შეხვდა სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, არსებული ვითარებისა და ამ მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეულად განხილვის მიზნით, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება გაფართოებული სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც აკადემიურმა წრეებმა ერთიან სამოქმედო გეგმასა და ოფიციალურ პოზიციაზე იმსჯელეს.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებმა, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედრები ჩატარდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულში და მოხდეს შექმნილი ვითარების განხილვა საუნივერსიტეტო სივრცეში. გამართული დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბებული პოზიციები და რეკომენდაციები შემდგომ ეტაპზე აკადემიურ საბჭოსა და სენატს წარედგინება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30.01.2026.10:03

30 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე +11. 

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზიანი ამინდია. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -2, ღამით -12 დაფიქსირდება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +10 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავიც, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში თოვლს ელოდებიან, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ნავარაუდევი რუსთავში. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა