მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა,  ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. 

            სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და  სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.   

            „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა მჭიდრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ვაკანსიების, სტაჟირებისა თუ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის,  ასევე, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ სექტორის რეგულირების პრინციპებს და მიიღონ მეტი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მხრივ.

 

„ვიმედოვნებთ, სემეკის ბაზაზე მოქმედ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალ პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სემეკმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის საირიგაციო წყლის მიწოდებაზე“ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ცვლილებები შეიტანა

08.05.2025.12:48

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის საირიგაციო წყლის მიწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულების“ სტანდარტულ ფორმაში ცვლილებები შეიტანა. 

ცვლილებების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმაში გათვალისწინებული იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები. კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრამდე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცა უფლებამოსილება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ3), სეზონურობის ან/და სხვა სახით. 

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე, ვერ მოხდება მრიცხველების მოწყობა წესების გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში ტექნიკური შეუძლებლობის გამო, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა ითვალისწინებს მხარეების შესაძლებლობას შეთანხმდნენ მაგისტრალური არხის მონაკვეთზე დასაშვებ ტექნიკურ დანაკარგზე და მოხმარებული წყლის მოცულობის კონტროლის დროებით წესზე. ამ შემთხვევაში, მიწოდების წერტილებზე მრიცხველები უნდა მოეწყოს 2026 წლის საირიგაციო პერიოდში წყლის მიწოდების დაწყებამდე. მანამდე მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი განხორციელდება მაგისტრალურ არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით.

სემეკი მიმართავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებს გაითვალისწინონ, რომ შპს  „მელიორაციის კომპანიის“ მიერ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სემეკს უშუალოდ ან იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა