მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის" პროექტში არ აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის" პროექტში არ აქვს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფოს არ გაუცია ფინანსური გარანტია და უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციის მიუხედავად, ინვესტორისთვის არ მიუცია საგამონაკლისო ან განსხვავებული შეთავაზება, მათ შორის, საგადასახადო შინაარსის. 
 
„პირიქით, სახელმწიფომ უზრუნველყო ის, რომ შექმნა ახალი პრეცენდენტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს ნამდვილად არის სანიმუშო შეთანხმება და სანიმუშო ინვესტიცია, რადგან ამ ხელშეკრულებაში უმთავრესად და უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესია დაყენებული," - აღნიშნა მინისტრმა.
 
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი ვალდებულებით უზრუნველყო დიდი ოდენობით ინვესტიციის მოზიდვა, შემოიყვანა მსოფლიოში რეპუტაბელური ინვესტორი, პროექტს ექნება მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. „ამასთან, უზრუნველყო ისიც, რომ 33 პროცენტი პირდაპირ წამოიღო საერთო საწარმოში, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი 33 პროცენტის წილის შესაბამის შემოსავალს მიიღებს," - აღნიშნა მინისტრმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

18.11.2025.11:52

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.

„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა