საქართველოს საბანკო სექტორი იქცა სასურველ ინვესტორად რეგიონის ეკონომიკებში -ნათია თურნავა
„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი "აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" იმართება.
ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდრომარემ შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა.
,,ქართული ბანკები აფართოებენ საქმიანობას რეგიონის ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი იქცა სასურველ ინვესტორად რეგიონის ეკონომიკებში”, - აღნიშნა ნათია თურნავამ ფორუმზე გამოსვლისას.
ეროვნულო ბანკის პრეზიდენტის თქმით, ტრადიციული საბანკო სექტორის განვითარების პარალელურად, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ფინტექ სექტორის განვითარებას.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულება ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობაა. ჩვენ მივესალმებით ამ სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს და უცხოურ კომპანიებს, ჩვენი ბაზარი ღიაა მათთვის,” - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო.
,,საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერით შემოვიღეთ ციფრული ბანკების ლიცენზირება, დავნერგეთ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის და ზედამხედველობის რეჟიმი, ვავითარებთ ღია ბანკინგს, ჩამოვაყალიბეთ რეგულირების ლაბორატორია, სადაც ფინანსური ბაზრის მონაწილეებს საშუალება ეძლევა გამარტივებული მოთხოვნებით და კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები”, - განმარტა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) — წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.
სხვა სიახლეები
23.10.2025.14:59
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსიტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წაადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე:
„საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიაა. სემეკს თავისი არსებობის მანძილზე, 28 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებმაც განსაზღვრეს სექტორების განვითარების კურსი და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა.
მარეგულირებელი კომისიის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული რეგულირება კონკურენტული, საიმედო და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშესაწყობად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სემეკი ზრუნავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების გრძელვადიან განვითარებაზე, ჩვენი საქმიანობა მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც უზრუნველყოფს როგორც რეგულირებადი სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მიკროსმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულიციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.