საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება. ლაშა აბაშიძემ დღეს სამმხრივი შეხვედრა გამართა, რომელშიც აზერბაიჯანისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები და გაუმჯობესებული სერვისები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის ფარგლებშიც აღნიშნული ქვეყნები ასოციაციის ფარგლებში გააღრმავებენ თანმშრომლობას, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს, გაზრდის ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალს და ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა
სხვა სიახლეები
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
27.03.2026.16:45
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯ „აისის“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების პროცესში.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობას. თანამშრომლობა მიმართული იქნება აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში საგანმანათლებლო და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარებაზე, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან ეფექტიან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული უნარების გაძლიერებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკული პროექტების განხორციელება, ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ასევე გამოცდილების გაზიარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომების დანერგვას და მდგრადი განვითარების პრინციპების გაძლიერებას.