საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელთან, დავით სამხარაშვილთან ერთად ასტანაში ყველაზე მსხვილ ტვირთმფლობელებს შეხვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელთან, დავით სამხარაშვილთან ერთად ასტანაში ყველაზე მსხვილ ტვირთმფლობელებს შეხვდა.
ქართულმა დელეგაციამ ტვირთმფლობელებს საქართველოს სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა გააცნო. მხარეებმა ,,შუა დერეფნის“ განვითარებასა და ამ მარშრუტზე ტვირთნაკადის მოზიდვაზე ისაუბრეს.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განცხადებით, ეს არის პირველი გასვლით შეხვედრა მსხვილ ტვირთმფლობელებთან.
,,ასტანაში ვიზიტის მიზანი იყო კონკრეტულად ტვირთმფლობელებისგან მოგვესმინა მათი საჭიროებები. როგორც მოგეხსენებათ, მათთვის მნიშნელოვანია ერთიანი მოქნილი ტარიფები ,,შუა დერეფნის“ ფარგლებში“. სწორედ ზემოთაღნიშნული საკითხები განვიხილეთ. ამ ტიპის შეხვედრები მომავალში არაერთ ქვეყანაში გაგრძელდება.“ - განმარტა ლაშა აბაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ ასტანაში გამართული შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიგეგმა. აუდიენციას ფოთის პორტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნაბერაული“ წელს 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს – ღვინის კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს
სხვა სიახლეები
16.10.2025.18:03
სახელმწიფოსთვის ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია სანდო კვლევების შედეგების გათვალისწინება.
სოფიო ახობაძე - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი:
„გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ჩატარდა კვლევა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მინიმუმამდე დაიყვანოს მავნე ნივთიერებების გამოყენება და ჩაანაცვლოს ის ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმით. კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს შეუძლია წარმატებით გადავიდეს უსაფრთხო ალტერნატივებზე, შესაბამისი დაგეგმვით და პოლიტიკური მხარდაჭერით.“
სახელმწიფო გადაწყვეტილების მისაღებად უსმენს კერძო სექტორს
ლაშა ინაური - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„კონსულტაციების შედეგად შევჯერდით პროდუქტების ჩამონათვალზე. მიმდინარეობს დისკუსია ამოქმედების ვადებთან მიმართებაში და ასევე, შემოტანილი მარაგების ამოყიდვასთან დაკავშირებით. ახლო მომავალში იგეგმება კონსულტაციების შედეგად მიღებული საბოლოო ვერსიის წარდგენაზე საქართველოს მთავრობისთვის“.