საქართველოს რკინიგზაში ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება გრძელდება
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ დღეს ქვიშხეთი-ხაშურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
3 კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ ტერიტორიაზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარე 100კმ/სთ-მდე გაიზრდება.
ობიექტზე 200-მდე თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა მუშაობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მგზავრობის დროს შეამცირებს. ზაფხულის სეზონისთვის როგორც დაანონსებული იყო თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდება. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება საქართველოს რკინიგზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მატარებლების სიჩქარეების მატებას, მეორეს მხრივ კი მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა
სხვა სიახლეები
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
27.03.2026.16:45
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯ „აისის“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების პროცესში.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობას. თანამშრომლობა მიმართული იქნება აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში საგანმანათლებლო და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარებაზე, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან ეფექტიან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული უნარების გაძლიერებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკული პროექტების განხორციელება, ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ასევე გამოცდილების გაზიარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომების დანერგვას და მდგრადი განვითარების პრინციპების გაძლიერებას.