საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა
საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიამ ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ასზე მეტი თანამშრომელი გამოავლინა.
საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ჯილდო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს. ჯამში 109 თანამშრომელი დაჯილდოვდა.
,,საქართველოს რკინიგზა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღებაა. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვასრულებთ მოდერნიზაციის პროექტს და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. სალოკომოტივო პარკის განახლება ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას, რაც თავის მხრივ, მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას. ასე რომ წინ ბევრი გეგმა გვაქვს, მომავალი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს საქართველოს რკინიგზისთვის" - განაცხადა ლაშა აბაშიძემ რკინიგზელთა დღეზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერი ,,რკინიგზელთა დღედ" ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი11 მარტს საქართველოში
11.03.2026.09:55
11 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც უნალექო დღეა. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +8, ღამით კი -6 დაფიქსირდება.
ბორჯომში მზიანი დღეა, +8 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც დღისით, -2 ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მოსალოდნელი ნალექი, თოვლის სახით. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.