საქართველოს რკინიგზა საქართველოში არსებული უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა საქართველოში არსებული უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
თოვლი, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება - როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში
30.12.2025.12:47