საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები - Retail Association-ის აღმასრულებელი დირექტორი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე
21.01.2026.17:27
ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, - განუცხადა ჟურნალისტებს Retail Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიკო ქაშაკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს.
„ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე. გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ყველა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, არის მზად, რომ ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც. საერთოდ არ ყოფილა დამტკიცების რეჟიმში საუბარი. ეს იყო დიალოგი, ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც.
დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება. სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაც გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება“, - აღნიშნა სოფიკო ქაშაკაშვილმა.