მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე აირჩია

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე  აირჩია. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით იქნა არჩეული.  

გიორგი ფრუიძე სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია. მან 1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, ხოლო 2004 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში.

გიორგი ფრუიძე  სემეკის წევრად პირველი ვადით არჩეულ იქნა 2019 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში სემეკში მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა არაერთი ნორმატიული აქტი, რომელმაც ხელი შეუწყო რეგულირებადი სექტორების განვითარებას. გიორგი ფრუიძის უშუალო ჩართულობით სემეკი მუშაობს მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე.     

კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა ხდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. კანონის შესაბამისად, კომისიის წევრობის შერჩეულ კანდიდატს საქართველოს მთავრობა ითანხმებს შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image Skytrax-ის პრეზიდენტის ვიზიტი – თბილისის აეროპორტში სერვისის ხარისხის მორიგი საერთაშორისო აუდიტი ჩატარდა

15.10.2025.17:36

საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეოთხედ ეწვია. ის პირადად გაეცნო გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ტავ ჯორჯიას მენეჯმენტისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

13-14 ოქტომბერს, Skytrax-ის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული შემოწმების ფარგლებში შეფასდა მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მგზავრთა გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების ნაწილს.

Skytrax-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ავიაციის სფეროში მომსახურების ხარისხს აფასებს. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ შეფასებას.

უკვე წლებია, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში ხვდებიან, რაც აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. 

 

                    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა