საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით - მარიამ ქვრივიშვილი
აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე „გლობალური ვაჭრობის განახლება" სერბეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრა.
„საქართველოს ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღსადგენად მიმართულია გამოწვევის შესაძლებლობად ქცევისკენ. საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია შეასრულებს და ასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის როლს და ჩვენ ვეთანხმებით ამ სტრატეგიულ ხედვას, რომ გაძლიერდეს ინვესტირება, მდგრადობა და მეწარმეობის ხელშეწყობა - განაცხადა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა .
როგორც სერბეთის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გაფართოვდება. „მიზნად გვაქვს რეგიონული მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება არამხოლოდ კასპიის და შავი ზღვის რეგიონებთან, არამედ მის ფარგლებს გარეთაც" - განაცხადა სტაჟანოვიჩმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე მეხუთედ ტარდება თბილისში და მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ტრადიციულად, წარმომადგენლობითი და სექტორულად მრავალფეროვანია, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის 2300 დელეგატი ესწრება.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
სხვა სიახლეები
22.10.2025.18:14
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს - აბდულა ბინ რუქ ალ მარის შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მაია ომიაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე - თორნიკე ჯობავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი ჯანჯღავა.
მიხეილ ხიდურელი: „მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან. განვიხილეთ მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ქართულ ბიზნესს ემირატების ბაზარზე პოზიციონირებაში. საამიროების მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ექსპორტიორ კომპანიებს ინტეგრაციის პროცესში, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ზრდისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით. იანვარში დაგეგმილი გვაქვს ემირატებში სამუშაო ვიზიტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა“.