მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 9.9 ათასით გაიზარდა და 3 704 500 კაცი შეადგინა - საქსტატის მონაცემები

news image

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6 პროცენტს.

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 780.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს.

2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34.0 პროცენტით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6 პროცენტი და ემიგრანტების 85.8 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2024 წელს, იმიგრანტების 48.2 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 53.2 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნინო ჯელაძე საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

25.04.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან  ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა. 

ნინო ჯელაძემ, კოლეგას საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საფინანსო სექტორის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა, საუბარი შეეხო საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალს, რაც ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.

მხარეებმა მიმოიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის  ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება საზედამხედველო რეფორმების, საგადახდო სისტემების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე.

ტალალ ალჰუმუდმა თავის მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემდგომი პარტნიორობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.

საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტისა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა