მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7160.8
-0.0081
flag
AZN 1.5901
-0.0025
flag
CNY 39.109
-0.0081
flag
EUR 3.1114
-0.0163
flag
GBP 3.5949
-0.0192
flag
KZT 55.84
-0.0022
flag
TRY 0.0608
-0.0002
flag
USD 2.7025
-0.0041

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ალტა რითეილის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ალტა რითეილის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, სააგენტოს მიმართა არაერთმა მომხმარებელმა „ალტაში" შეძენილი ნაკლოვანი ნივთის თაობაზე, რა შემთხვევებშიც მოვაჭრე მათ პრეტენზიას არ იზიარებდა.

წარმოების ფარგლებში, სააგენტომ დაათვალიერა და შეაფასა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის რეალური ფაქტობრივი მდგომარეობა, რის საფუძველზეც GCCA-ის მიერ არ იქნა გაზიარებული მოვაჭრის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნივთს ნაკლი არ აღენიშნებოდა.

ამასთან, გადაწყვეტილების ფარგლებში განხილულ კიდევ ერთ შემთხვევაში, მომხმარებელმა წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა. მომხმარებლისა და მოვაჭრის მიერ წარმოდგენილ დასკვნათა ურთიერთანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოვაჭრის „სერვის ცენტრის" მიერ გამოყენებული სადიაგნოსტიკო საშუალებები რეალურად ვერ უზრუნველყოფდნენ ნივთის ნაკლის იდენტიფიცირებას, რაც მომხმარებელს უზღუდავდა კანონისმიერი გარანტიის ფარგლებში მომსახურების მიღებას.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, იმისათვის, რომ მოვაჭრემ კანონიერად განაცხადოს უარი მომხმარებლისთვის ნივთის შეკეთების, შეცვლის ან ხელშეკრულებაზე უარის თქმის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოვაჭრე ვალდებულია, ობიექტური, სანდო და სრულყოფილი სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენებით, სარწმუნოდ და უტყუარად დაამტკიცოს, რომ ნივთს არ გააჩნია ნაკლი და იგი გადაცემის მომენტში სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების პირობებთან.

საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „ალტა რითეილის" მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნა ვერ აკმაყოფილებდა აღნიშნულ მტკიცების სტანდარტს და ვერ უზრუნველყოფდა საქონლის უნაკლობის ფაქტის სარწმუნოდ დადასტურებას. შესაბამისად, დადასტურდა, რომ მოვაჭრემ დაარღვია მომხმარებლისთვის უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულება.

მოვაჭრეს დაევალა, 1 თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლების დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

28.03.2026.22:16

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა