მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები.

 

მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე საქართველომ შეძლო მშვიდობის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტირებისთვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება, მსხვილი ინფრასტრუქტურული/საინვესტიციო პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება და ახლის დაანონსება, ექსპორტის და ტურისტული ნაკადების გაზრდა. ეს პროცესი ყველაზე მეტად კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების  ნაწილზე კონცენტრაციების - იგივე ბიზნესის გამსხვილების კუთხით აისახა. 2024 წელს, GCCA-ს მიერ 18 თანხმობა იქნა გაცემული. მათ შორის, 2 სპეციალური ვალდებულებებით. ეს თითქმის კონცენტრაციების იგივე რაოდენობაა, რაც 2020-2023 წელს ერთად აღებული. მიზეზი ორია - ეფექტური მონიტორინგი და საქართველოში ბიზნეს სექტორის დინამიური განვითარება. ყველაზე მეტი გამსხვილება FMCG, მშენებლობა/სამშენებლო მასალების და წარმოების სექტორში განხორციელდა.

 

მოკვლევების კუთხით 2 ქეისი დასრულდა. მათ შორის, ერთში იქნა დადგენილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და მეორეში გაიცა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ონლაინ სერვისების ბაზარზე კონკურენციული გარემოს გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე რეჟიმში რჩება ფარმაცევტული, ავტოსადგომების, თევზის და ონლაინ სერვისების ბაზარზე 4 მოკვლევა. ვფიქრობ, 2025 წელს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იქნება გაცემული.

 

დასრულდა აგროპროდუქტების - თხილის და ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრების მონიტორინგი. GCCA-ს შეფასებით ბაზრები დინამიურია, საკმარისი რაოდენობის ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს და კონკურენციაც აქტიურია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გრძელდება - FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრების მონიტორინგი. ამ ბაზრების დინამიური განვითარების და შედარებით მაღალი კონცენტრირების ფონზე შეფასებები და გამოწვევებიდან გამომდინარე რეკომენდაციები მნიშვნელოვანია. შესაბამისად, GCCA-ი ამ კუთხით პროაქტიულ ქმედებას გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ეფექტურ ჩარევას.

 

ვფიქრობ, ეფექტური იყო GCCA-ის მოქმედება  დემპინგური იმპორტის თემაზე, სადაც კონკრეტულ სექტორში ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის, მათი სამართლიანი მოთხოვნით იმპორტიორებმა უზრუნველყვეს კონკურენტული ფასების ფორმირება, შესაბამისად, შესწავლა მორიგებით დასრულდა. დაწყებული იქნა რუსეთიდან და ირანიდან ფოლადის პროდუქციის შესაძლო იმპორტის საქმე, რომელიც მიმდინარეობს და რეკომენდაციები, დიდი ალბათობით, 2025 წელს გახდება ცნობილი.

 

მომხმარებლების დაცვის კუთხით მომართვიანობა თითქმის გაორმაგებულია, რაც მომხმარებლების უფრო მეტ ინფორმირებულობაზე მიუთითებს. უმრავლესობა პრეტენზია ონლაინ ვაჭრობის დროს ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვაზე მოდის, შემდეგ მოდის გადაზიდვების/მიტანის და სარესტორნო სერვისების მიმართულებები. GCCA-ს მიერ მიღებული იქნა 10 სამოქმედო სტანდარტი. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების დაცვის კუთხით არის - ფასდაკლებების, დეტალური ინფორმირების, კვების მენიუში ფასის მითითების, ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების საკითხები. მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე, მსოფლიო ბანკის (World Bank Group) მიერ, GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 40 ქვეყანას შორის და შესაბამისი პრიზიც იქნა მოპოვებული, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა და საამაყოა" - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

 

GCCA-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2014-2024 წლებში, 57 მოკვლევის პროცესი დასრულდა და  102 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გაიცა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ ჯამში შეადგინა  - 116 225 003.55 ლარი. დასრულდა 15 ბაზრის მონიტორინგი. თანხმობა გაიცა 50 კონცენტრაციებზე.

 

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022-2024 წლებშისულ შემოვიდა - 1468 განაცხადი, დადასტურდა - მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 158 დარღვევის ფაქტი (282 საქმე), ხოლო პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ფორმატში გაფორმდა -  261  შეთანხმება (354 საქმე). ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით, 2021-2024, დასრულდა 2 საქმის შესწავლა  და 3 სექტორული მონიტორინგი.

 

წლიური ანგარიში ვრცლად: https://gcca.gov.ge/uploads_script/news/tmp/phpUTf7iv.pdf

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

09.01.2026.17:54

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა