მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა

news image

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის ვადაში.

„საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე.

საბუთები მიიღება 15 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა კანონით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კანდიდატურების შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემდეგ, აღნიშნულ კანდიდატურებს, არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards - ის გამარჯვებულია

29.10.2025.10:46

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025" ტიტულის მფლობელი გახდა.

კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ გასაოცარი ლანდშაფტები; კატერით ან პონტონით პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე გასეირნების დროს დატკბნენ ულამაზესი ხედებით. ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვების კუთხითაც, რადგან აქ ფრინველთა უამრავი სახეობა იყრის თავს.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა