საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„პატრიარქის სურვილისამებრ, სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იობმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს - ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში l საქართველოს მთავრობა
18.03.2026.16:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.
„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.