„საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორად გიორგი ერაძე დაინიშნა
შპს „საქართველოს ფოსტას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა, რომელსაც საფოსტო და სატრანსპორტო - საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ინფორმაციას შპს „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
გიორგი ერაძემ კომპანია „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“ არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 80 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. „საქართველოს ფოსტა“ ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
01.09.2025.17:46
2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება. პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებებებით:
• სამართალი
• ეკონომიკა
• ბიზნესის ადმინისტრირება
• მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა
• გეოლოგია/კარტოგრაფია
• ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები
• მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი
• ენერგეტიკა
• ფინანსები/აუდიტი
• საერთაშორისო ურთიერთობები
• საჯარო მმართველობა
• ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები
• კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
• ტრანსპორტი/ლოგისტიკა
• საზღვაო მიმართულება
• ჰიდროგრაფია
• ტურიზმის მიმართულება
• სოციალური მეცნიერებები
• პროგრამირება/IT მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.